„გაზაფხული და დედა“ - საზეიმო ღონისძიება ოთის საჯარო სკოლაში
12-04-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის მიზნით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის V კლასში დამრიგებლის - მუსიკის პედაგოგ მაია ბერიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება თემაზე - „გაზაფხული და დედა“ გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ნომრებით იყო დატვირთული.

მოსწავლეებმა იცეკვეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ღონისძიების მონაწილეებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დღე ხალისიანი და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლებისთვის.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია,

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203