თხილნარის N2 სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულ გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
12-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, ისტორიის პედაგოგების - მზია დუმბაძისა და გიული მიქელაძის ხელმძღვანელობით, საკლასო ღონისძიება მოეწყო. 

მოსწავლეებმა ნახატების გამოფენა მოაწყვეს და აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია წარადგინეს. მათ გაიხსენეს და პატივი მიაგეს იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა.

„მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათ გულებში მუდამ იქნება 9 აპრილს დაღუპული ადამიანების სახელები და რომ ისინი არიან მისაბაძი მაგალითი ჩვენთვის რომ სამშობლოს პატრიოტები ვიყოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203