მათემატიკური დღესასწაული თბილისის N177 საჯარო სკოლაში 
12-04-2023

თბილისის N177 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარითღებს შესაბამის აქტივობებს უძღვნიან. 

ამჯერად, VII და VII კლასების მოსწავლეებმა მათემატიკის მასწავლებლების მაკა ჩხაიძე-აბაიშვილისა და ლარისა ქავთარაძის ხელმძღვანელობით, п (პი) რიცხვის საერთაშორისო დღე - The Pi Day აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ამ რიცხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ მეცნიერები საუკუნეების განმავლობაში იკვლევდნენ ამ რიცხვს და დღესაც, მისი ზუსტი მნიშვნელობა ბოლომდე არ დადგენილა. 

აქტივობის ფარგლებაში, მოსწავლეებმა ინდივიდუალურად და ჯგუფურად შექმნილი ვიდეორგოლები, პრეზენტაციები წარადგინეს. მათ ერთმანეთის ნამუშევრებიც შეაფასეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203