მულახის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა „ბლინების დღე“ მოაწყვეს
12-04-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, პროექტ „მდგრადი სკოლის ფარგლებში“, მდგრადი განვითარების მიზნების მეორე - „ნულოვანი შიმშილი“ მიზნის გაცნობის შემდეგ, მესამე კლასის მოსწავლეებმა თანასკოლელებისთვის ბლინების დღე მოაწყვეს.
მოსწავლეებმა ბლინები დაამზადეს, აქტივობაში სიხარულით ჩაერთნენ და მეგობრებს სხვადასხვა არომატის ჯემებითა და ბლინებით დიდი მონდომებით უმასპინძლდებოდნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატატეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„საკვებზე ხელმისაწვდომობა სასწავლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს