ბეღლეთის საჯარო სკოლის სამოქლაქო განათლების კლუბის წევრთა ინიციატივით, დასუფთავების აქცია გაიმართა
12-04-2023
ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ. შედეგად, არაერთი თემატური აქტივობა თუ ღონისძიება ტარდება.
ამჯერად, სამოქლაქო განათლების კლუბის წევრთა ინიციატივით, დასუფთავების აქცია გაიმართა. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ - მათ სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია გულდასმით მოაწესრიგეს, ნაგავი შეაგროვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი საინტერესო, მოსწავლეთა განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს