რომელმა დირექტორებმა ჩააბარეს გამოცდა წარმატებით - „ვულოცავთ ჩვენს მოქმედ დირექტორებს“
12-04-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანამანათლებლო რესურსცენტი მის ადმინისტრაციულ ერთეულში მყოფი სკოლების ხელმძღვანელებს, დირექტორობის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

როგორც რესურსცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ - „საჯარო სკოლების დირექტორების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ვულოცავთ ჩვენი სკოლების მოქმედ დირექტორებს, სოფელ ლაშის საჯარო სკოლას დირექტორს, ქალბატონ ნანა აბესაძეს, ვახანის საჯარო სკოლას დირექტორს, ქალბატონ ნანა ინასარიძეს, სარგვეშის საჯარო სკოლას დირექტორს, ქალბატონ ინგა ბერაძეს და ბორის საჯარო სკოლა პანსიონის დირექტორს, ქალბატონ მაია გაგოშიძეს“. 

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023  წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩაატარა. დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 20 მარტს ჩაინიშნა და მასში მონაწილეობა 1841-მა აპლიკანტმა მიიღო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203