ვაზიანის N2 საჯარო სკოლის 6 წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდა
12-04-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს - ლია კახაბრიშვილს, მარიამ აბრამიშვილს, ქეთი ბერიძეს, ლიკა გურჩიანს, სეირან ბალასანიანსა და ნინო ნარიმანიძეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და წამრატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს