„ჯანმრთელობის დაცვა და კეთილდღეობა ყველა ასაკში“ - წალენჯიხის N2 სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლისა და მის მოსწავლეების საინტერესო პროექტი
12-04-2023

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ პროექტი ტარდება.

„ჯანმრთელობის დაცვა და კეთილდღეობა ყველა ასაკში“ - ლაიტმოტივად გასდევდა პროექტს, რომელიც განახორციელა წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლმა - მანანა სონგულიამ, მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად.

„გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა უწყვეტი ჯაჭვია რომელიც საბოლოოდ კეთილდღეობაზე გადის“,- აღნიშნავს პედაგოგი, რომლის თემის გარშემო საინტერესოდ წარმოდგენილმა მინი ლექციამ და ვიდეომასალის გაცნობამ მოსწავლეთა დაინტერესება და აქტიური ჩართვა გამოიწვია.

თითოეულმა მოსწავლემ თავისი შეხედულება და მოსაზრება გამოხატა „ფლიფჩარტზე“ მუშაობისას და ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების მიზნებზე - ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, გარემოს დაცვა. მოსწავლეებმა, ასევე, ისაუბრეს მავნე ჩვევებზე, რომელიც ადამიანს ხელს უშლის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერიც, სადაც მოუწოდებენ საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრებისკენ და სთავაზობენ წესებს თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203