ინტერკულტურული გაკვეთილი ალასტანის საჯარო სკოლაში
12-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასებში ინტერკულტურული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილი 11 აპრილს გაიმართა და მას ქართული ენის მასწავლებლები - ლელა განჯელაშვილი და ალლა ევაჯიანი, ხელმძღვანელობდნენ.

საგაკვეთილო თემა იყო - სომხური „ზატიკი“ და ქართული „აღდგომა“.

ბავშვებს მომზადებული ჰქონდათ ქართული და სომხური ტრადიციული სუფრა, მათ ამ ორ ქვეყნის ტრადიციების შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს შეადარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან სახალისო და საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა. მიზანი კი იყო მეზობელი ქვეყნების ტრადიციების გაცნობა და ინტეგრირება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203