მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიება ძველი ქანდის საჯარო სკოლაში 
12-04-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამ მიზნით, სკოლაში არაერთი მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ღონისძიება იმართება, მათ შორის აღსანიშნავია დედის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა.

ზეიმი მე-3 კლასში მოეწყო და მასში ბავშვები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.

ბავშვებმა ეს დღე, დედებსა და ქალბატონ მასწავლებლებს ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს, ღონისძიების ბოლოს კი თავიანთი ხელით შექმნილი ყვავილების თაიგულებით დაასაჩუქრეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა დედები გაახარეს და გააბედნიერეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203