ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები რობოტექნიკის კურსს გადიან
12-04-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში, სწავლებისას თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ფარის საჯარო სკოლის STREAM კლუბი აქტიურად აგრძელებს მუშაობას  STEM/STEAM/STREAM  მიმართულებით.

ამჯერად სკოლაში, სასკოლო პროექტის - „STREAM კლუბის“, ფარგლებში, რიგით მეორე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა.

გაკვეთილის თემა იყო -  „მიკროკონტროლერი, შემომავალი და გამავალი ინფორმაცია, პინები და პროგრამული ენის C++ შესავალი.

მონაწილეებმა, თეორიული მასალის ახსნისას პარალელურად შექმნეს tincercad.com-ზე მარტივი პროექტი - „შუქნიშანი“.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული მეცადინეობა დაეთმო ვირტუალური პროექტის რეალურ სივრცეში გადმოტანას, პრაქტიკული მეცადინეობა დაეთმო ელექტრონული კომპონენტების განხილვას და რეალური პროექტის შექმნას, შუქნიშნის სახით.

ასევე მონაწილეებმა, მარტივი კოდი შექმნეს და კოდის წერის პრინციპი გააანალიზეს.

რობოტექნიკის კურსს, STEM საგნის პედაგოგი, განათლების სამინისტროს ტექნოლოგიების ექსპერტი, STEM მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე უტა კილასონია უძღვება.

პროექტი სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203