კლდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საინტერესო საგანმათლებლო პროექტი განახორციელეს
12-04-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში სხვადასხვა თემაზე საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლის - ეკოკლუბის ლიდერის დარიკო ფერაძის და მე-11 კლასის მოსწავლის - დილარი მელიქიძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ნაადრევი ქორწინება“ და „ძალადობა ოჯახში“ განხორციელდა.

კლასში, პროექტის ფარგლებში, ანიმაციური ფილმის ჩვენება მოეწყო. მოსწავლეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და მათ შესახებ იმსჯელეს.

„მადლობა თითოეულ მონაწილეს, მადლობა დირექციას ხელშეწყობისათვის“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203