„ჩარლი ჩაპლინი სტუმრად მე-5 კლასში“ - გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობა
12-04-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში მე-5 ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობა - „სტუმრად ჩარლი ჩაპლინი მე-5 ა კლასში“ გამართეს.
მათ მუნჯი კინოს დიდოსტატის - ჩარლი ჩაპლინის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და კედლის გაზეთი შექმნეს.
მოსწავლეებმა ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფია და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალები ერთმანეთს გაუზიარეს.
მეხუთეკლასელებმა კინოვარსკვლავის პორტრეტი დახატეს, ასევე მისი როლი მოირგეს და განასახიერეს.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და პედაგოგს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
„თქვენ ხართ საუკეთესო ბავშვები, მიყვარხართ ბავშვებო“, - ასე მიმართავს მოსწავლეებს პედაგოგი.
მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის, რაც მათი მრავალხმრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს