წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონის პედაგოგმა - ნინო ცარციძემ კოლეგებისთვის მასტერკლასი ჩაატარა
12-04-2023

წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონის პედაგოგები სხვადასხვა სახის პროექტში აქტიურად და დიდი მონდომებით ერთვებიან. მათთვის კარიერული წისვლა და განვითარება მნიშვნელოვანია.

სკოლა-პანსიონის ერთ-ერთი ასეთი მოტივირებული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგია ნინო ცარციძე. ის სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად ერთვება და შეხვედრებს თავადაც აწყობს.

ამჯერად, მან მასტერკლასი თემაზე: „გუგლის ხელოვნების და კულტურის ვებგვერდის გამოყენება სასწავლო პროცესში“ ჩაატარა. კონფერენცია „შემოქმედ პედაგოგთა კლუბის“ ორგანიზებით, ონლაინ Teams-ის პლატფორმაზე, ჯგუფში „წარმატების გზამკვლევი“ გაიმართა.

შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, მან პედაგოგთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მხარს უჭერენ პედაგოგთა წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203