უჩამბის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
12-04-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლაში, 9 აპრილს ემოციური ღონისძიება მიეძღვნა.

მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებას 1989 წელს თბილისში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები შეახსენეს,  პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.

დამსწრე საზოგადოებამ, მიმოიხილა იმდროინდელი ისტორიული ფაქტები და მოვლენები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე ესწრებოდა, რომლებმაც 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„9 აპრილის მიტინგის დარბევამ დააჩქარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, თუმცა ამას გულანთებული ადამიანები შეეწირნენ მსხვერპლად.

მიუხედავად ამისა, ამ მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია და 1991 წლის 9 აპრილს მთელმა საქართველომ იზეიმა ქვეყნის დამოუკიდებლობა“- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203