„ჩემი საყვარელი სპორტის სახეობა“ - ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა 
12-04-2023
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში, სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

„ჩემი საყვარელი სპორტის სახეობა“ - აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებმა, საყვარელ სპორტთან დაკავშირებით მრავალფეროვანი პლაკატები დაამზადეს და საკლასო ოთახში   გამოფინეს.                                                                             

„ჩვენ გვიყვარს სპორტი“- ასეთი იყო მოსწავლეთა დევიზი.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა უკეთ გაცნობისა და მათში შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203