„ძველი ქართული იავნანა და მისი ძალა...“ - ორიგინალური გაკვეთილი ქვიანის საჯარო სკოლაში
12-04-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი საგაკვეთილო მასალის სწავლა ორიგინალურად დაიწყეს.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებთან - „იავნანამ რა ჰქმნა?!“, დაკავშირებით საინტერესო აქტივობა მოაწყვეს.

მოსწავლეებმა კლასში, აკვანი დადგეს, ჩონგური მიიტანეს და ქართული ხალხური სიმღერები გააჟღერეს,  მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს და დიდი საზოგადო მოღვაწე კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს.

„ძველი ქართული იავნანა და მისი ძალა...“, - ამ ლოზუნგის ირგვლივ გაერთიანდნენ მოსწავლეები და გაკვეთილის სწავლას ხალისით შეუდგნენ.

სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203