ჭობარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებრივი კოლეჯის სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
12-04-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი, მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.

სწორედ ამ მიზნით, ბავშვები საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრნენ და მათი საქმიანობა იხილეს.

მოსწავლეებმა გასვლითი ღონისძიება, პედაგოგ რუსუდან ზედგინიძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს.

პედაგოგები და მოსწავლეები, კოლეჯის საქმიანობას, სასწავლო პროცესსა და მიდგომებს გაეცნენ და შენობა დიდი ინტერესით დაათვალიერეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები იყვნენ და აქტივობაში სიამოვნებით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203