თაზაკენდის N1 საჯარო სკოლის ეზო მოსწავლე-მასწავლებლებმა გაამწვანეს
11-04-2023

ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა.

ამ მიზნით სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ეწყობა.

ამჯერად, სკოლის დირექციის, პედაგოგებისა და მოსწავლეთა ჩართულობით, სკოლის ეზო კიდევ უფრო გამწვანდა.

სასკოლო საზოგადოებამ, ერთობლივი ძალებით, დიდი შემართებითა და სიხარულით დარგეს ხეები.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვებში ბუნების სიყვარულის ჩანერგვა და მათთვის სტიმულის მიცემა - შეიტანონ საკუთარი წვლილი გარემოს დაცვაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203