კოხის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედია ღონისძიებით გაიხსენეს
11-04-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 1989 წლის 9 აპრილის დატრიალებული მოვლენები გაიხსენეს.
მოსწავლეებმა, მუსიკის გაკვეთილზე, შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია მოაწყვეს და ისტორიულ ჭრილში განიხილეს 9 აპრილი, როგორც თარიღი გლოვისა და გამარჯვების.
მოსწავლეებმა, გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 427 კი, დაშავდა. 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის გარდამტეხი თარიღი გახდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს