ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-04-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა. 

ვაზიანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს გმირულად გარდაცვლილთა უკვდავსაყოფად მათი ფოტოები გამოფინეს და ყვავილებით შეამკეს. მათ პრეზენტაცია გამართეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. 

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203