ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლე-მასწავლებლებმა სხვადასხვა ჯიშის ხეები და სეზონური ყვავილები დარგეს
11-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შედეგად, სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ამჯერად, ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლაში აქციის - „დარგე ხე“ ფარგლებში, გამწვანების ღონისძიება მოეწყო. 

სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, აქციის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულების ეზოში, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დარგეს სხვადასხვა ჯიშის ხეები და სეზონური ყვავილები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქციის მიზანია მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდა, ცნობადობის ამაღლება, გარემოზე ზრუნვა. მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისა და პასუხისგებლობის გაზრდა.

„შემდგომში თითოეული მოსწავლე იზრუნებს, მათ მიერ დარგული ხეების მოვლა-პატრონობაზე და სასკოლო ფიზიკური გარემოს გაუმჯობესებაზე“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203