მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
11-04-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, პატრიოტული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება VIII კლასის დამრიგებელმა, სულიკო იობიძემ ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებით იყო დატვირთული.

მოსწავლეებმა, 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს, თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს მადლობა გადაუხადეს და გაიაზრეს თუ რას ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობა და რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ბრძოლა.

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეები რაიონის მკვიდრ, 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიის დროს დაღუპულ აზა ადამიას საფლავთან გავიდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია მოსწავლეებსა და პედაგოგებს მადლობას უხდის პატრიოტული ღონისძიების მოწყობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203