თბილისის N12 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
თბილისის N12 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა.აღნიშნულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპული ადამიანები გაიხსენეს და მათ პატივი მიაგეს.
„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი დღე ტკივილის და დღე გამარჯვების, ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები, მადლობა მათ თავისუფლებისთვის“, - აღნიშნავს სკოლის თვითმმართველობა.
აღნიშნული აქტივობის მიზანი 9 აპრილს დაღუპულ ადამიანთა სახელების უკვდავყოფა იყო.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრდა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: