დილისკის N1 საჯარო სკოლის 5 წარჩინებულ მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა
11-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს - გევორგ ნაჰატაკიანს, დიანნა სოღოიანს, ანი ფიდანიანს, კარინა გოგორიანსა და მილენა ადამიანს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლის პედაგოგებს,  არაერთი წარმატებული მოსწავლე აღუზრდით. მათ შორის კი არიან აღნიშნული ბავშვები.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203