„9 აპრილიდან - 9 აპრილამდე“ - ელიტურ სკოლა „გორდაში“ საინტერესო პროექტი განხორციელდა
12-04-2023

ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ მოსწავლე-მასწავლებლებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სკოლაში პროექტი - „9 აპრილიდან - 9 აპრილამდე...“ განხორციელდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მხოლოდ ერთი აქტივობით არ შემოიფარგლებოდა.

VI, VI და IX კლასების მოსწავლეთა ჩართულობით, დაიგეგმა, როგორც შიდასასკოლო, ასევე, გასვლითი ღონისძიებები.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჩანახატები, ფოტოები, ინფორმაციები.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ და დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. 

10 აპრილს კი სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა დასკვნითი ღონისძიება - პროექტის პრეზენტაცია, სადაც მოდერატორობი, პედაგოგ ხათუნა დუმბაძესთან ერთად, მე-9 კლასის მოსწავლეები - მარი ლეონიძე, ანანო დარჩიძე და ანამარია კირკიტაძე იყვნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203