თბილისის N48 საჯარო სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, შემეცნებითი კვირეული მოეწყო
11-04-2023

თბილისის N48 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამ მიზნით, სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა, თემაზე - „ჩვენ ერთად ერთ ქალაქში“.

კვირეული სპეცმასწავლებლის, ხათუნა გელაშვილის ინიციატივით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, საინფორმაციო პოსტერები შექმნეს და სკოლის დერეფანში გამოფინეს.

ბავშვებმა, პედაგოგთან ერთად ისაუბრეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ განსხვავებულობა არის ნორმა!

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიო ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203