აჭყვას საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა 
11-04-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში კითხვის კულტურის დანერგვას დიდი ყურადღება ექცევა.

ამ მიზნით, სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

V კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ირინე გორგაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკაში საინტერესო აქტივობა მოაწყვეს.

ბავშვებმა, საჯაროდ წაიკითხეს სხვადსხვა გამოჩენილი მწერლის შემოქმედება და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

პატარებმა, გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პროცესია წიგნების კითხვა და რამდენად ანვითარებს ეს პიროვნებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203