ტყიბულის N2 სკოლის პედაგოგი ნანა ფორჩხიძე საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელთა საინტერესო შეკრებაზე იმყოფებოდა
11-04-2023
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის პედაგოგი ნანა ფორჩხიძე, თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში, ამონაშვილების კარმიდამოში სამუშაოდ შეკრებილ „ჰუმანური საქართველოს“ დელეგატებთან -  საქართველოს ათი კუთხის 45 მუნიციპალიტეტის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა.

პედაგოგი აღნიშნულ შეკრებაზე ტყიბულის რაიონს წარმოადგენდა,

„ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ „მზიანეთში“, რათა ერთმანეთზე, მომავალი თაობის აღზრდაზე იზრუნონ, ერთმანეთი გააძლიერონ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია ასევე, 9 აპრილს, ბზობას, მზიანეთში ერთიანი საქართველოს ნაკრძალი გაიხსნა.

„ჰუმანური საქართველოს“ ათივე მხარის 45 მუნიციპალიტეტის ლიდერებმა თავიანთი კუთხეებიდან ჩამოიტანეს მიწა და იმ კუთხისთვის საამაყო უნიკალური ნერგები და დარგეს სიმბოლურად მოხაზულ ტერიტორიებზე, მერე კი ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს და ჯაჭვად შემოერტყნენ მთელ საქართველოს“, - გვიყვებიან სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203