ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სოციალურად დაუცველ ოჯახს სურსათი გადასცეს
11-04-2023
ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა და აქციაში ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები, პედაგოგები, ქველმოქმედების მიზნით, სოფლის სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და სურსათი მიუტანეს.
საქველმოქმედო აქტივობაში ისინი მონდომებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საქველმოქმედო აქციები მოსწავლეებს ცნობიერებას უმაღალებს და სიკეთის კეთების სურვილს უღვივებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს