„იპოვე ბუშტი, რომელზეც შენი სახელი და გვარი აწერია! დაეხმარე სხვასაც!“ - სახალისო როლური თამაში წერეთელის საჯარო სკოლაში
11-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად სკოლაში როლური თამაში - „იპოვე ბუშტი, რომელზეც შენი სახელი და გვარი აწერია! დაეხმარე სხვასაც!“, გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაშის მიზანი განტვირთვა, მოსწავლეებში გუნდურობის განმტკიცება და თანამშრომლობითი უნარების განვითარება იყო.

ბავშვები აქტივობაში დიდი სიხარულითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განწყობა, მათი გააქტიურებისა და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართულობისთვის. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203