„სამშობლო მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს!“ - პატრიოტული გაკვეთილი N190 საჯარო სკოლაში
11-04-2023

თბილისის N190 საჯარო სკოლის VI კლასში , 9 აპრილის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ქართული ენის გაკვეთილი მიეძღვნა.

გაკვეთილი სახელწოდებით - „სამშობლო მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს!”, 10 აპრილს გაიმართა და მას მასწავლებელი ქეთევან ჭელიძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა გაიხსენეს, 1989 წელის 9 აპირილი, თარიღი, რომლეც მძიმედ ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და რომელმაც საქართველო დამოუკიდებლობისთვის გარდამტეხი როლი ითამაშა.

„9 აპრილი სისხლიანი იარაა დედა საქართველოს მკერდზე, გვახსოვდეს სამშობლოს ზვარაკად შეწირული გმირები. ისინი ზეციდან გვლოცავენ და გვმფარველობენ...“,- აღნიშნავენ სკოლაში.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 427 კი, დაშავდა. 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის გარდამტეხი თარიღი გახდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203