თბილისის N113 სკოლის მოსწავლეები - ილია ჩაჩანიძე და ანა ჯაჭვაძე საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ 
11-04-2023

ცოტნე დადიანის სახელობის ქალაქ თბილისის N113 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორის არიან ილია ჩაჩანიძე და ანა ჯაჭვაძე.

მოსწავლეები სწავლაში, მიღწეული წარმატებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“, კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

მათ ჯილდო სკოლაში, დირექტორმა ლია გაბინაშვილმა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203