„მან კიდევ ერთხელ ასახელა თავისი სკოლა და ქვეყანა“ - თბილისის N129 სკოლის მოსწავლე მარიამ ქურდაძემ ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირში I ადგილი დაიკავა
11-04-2023
თბილისის N129 საჯარო სკოლაში მრავალხმრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. ისინი არა მხოლოდ სასკოლო აქტივობებში მონაწილეობენ, არამედ წარმატებას მის გარეთ აღწევენ.

სკოლის ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მოსწავლეა მეოთხეკლასელი (კლასის დამრიგებელი ინგა თაბაგარი) მარიამ ქურდაძე. 

ის საერთაშორისო ტურნირში - ტანვარჯიში ყველასთვის – „თბილისი ჯიმნაესტრადა 2023“ მონაწილეობდა, ნომრით - „kruela“, სადაც 1-ელი ადგილი მოიპოვა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის ასევე 1-ელ და 2 აპრილს გამართულ შეჯიბრში - ტანვარჯიშის მარათონი მონაწილეობდა, სადაც სამი ნომინაციით წარდგა.

სამივე ნომინაციაში მან გაიმარჯვა - ინდივიდუალური ვარჯიშში პირველი ადგილი, რგოლით ვარჯიშში მე- 2  და ბურთით ვარჯიში 1-ელი ადგილი დაიკავა.

„ასევე მარიამს აქვს 36 პირველი ადგილის 2 მეორე ადგილის და 2 მესამე ადგილის მედლები. მან კიდევ ერთხელ ასახელა თავისი სკოლა და ქვეყანა, წარმატებები მარიამ ქურდაძეს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203