მეძიბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რაიონულ სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
11-04-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებაში რთავენ. 

ამჯერად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქედის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის მიერ დაგეგმილ რაიონულ სპორტულ ოლიმპიადაში. სკოლის მოსწავლეები ოლიმპიადაზე სპორტის ორ სახეობაში - ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში წარდგენენ. 

ჭადრაკის ტურნირში სკოლიდან მონაწილეობდნენ მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი დუმბაძე, მე-6 კლასის მოსწავლე ლიკა დუმბაძე და მე-4 კლასის მოსწავლე ლუკა დუმბაძე, რომლებმაც სკოლას ჭადრაკში მეორე ადგილი მოუტანეს.

მაგიდის ჩოგბურთში ასპარეზობდნენ მე-9 კლასელი გიორგი დუმბაძე, მე-3 კლასის მოსწავლე თათია დუმბაძე და მე-7 კლასელი გიორგი დუმბაძე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-3 კლასის მოსწავლის - თათია დუმბაძის ასპარეზობა. თათია დუმბაძემ გადამწყვეტ მატჩში გამარჯვებით სკოლას პირველი ადგილი მოუტანა.

სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ მედლები და სიგელები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203