
თბილისის N133 საჯარო სკოლაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
სკოლას სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ.
სტუმრებმა, საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს და მოსწავლეთათვის ბევრ საინტერესო კითხვას უპასუხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა, როგორც მოსწავლეები, ასევე სტუმრებიც.
აღსანიშნავია, რომ მომხსენებლები აღფრთოვანებულები დარჩნენ მოსწავლეების შეხედულებებით, მისწრაფებებითა და ცოდნით, რომელიც ამ სფეროში გამოავლინეს.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა, განსაკუთრებულად დაინტერესებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
იხილეთ ფოტოები: