სპორტის პედაგოგი მელანია დოლიძე, ქალიშვილთან ერთად, ოლიმპიური კომიტეტის ფორუმზე დაჯილდოვდა
11-04-2023

სპორტის პედაგოგი მელანია დოლიძე აქტიურად არის ჩართული სპორტულ სიახლეებსა თუ ღონისძიებებში.

ამჯერად, ის ქალიშვილთან ერთად ოლიმპიური კომიტეტის ფორუმზე წარდგა, სადაც სპორტული დამსახურებისთვის დაჯილდოვდნენ.

როგორც თავად გვიყვება, შეხვედრა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო, მისთვის ეს განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული, ახალი გამოცდილებაა.

პედაგოგი აპირებს, რომ მიღებული გამოცდილება თავის მოსწავლეებამდე მიიტანოს, ის ცდილობს, მათ წინაშე ყოველთვის საინტერესო ინიციატივით წარდგეს.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი აღსაზრდელებს განსაკუთრებით უყვართ, რადგან მუდამ მათი განვითარებისა და წარმატებისკენაა მიმართული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203