თბილისის N142 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
11-04-2023

თბილისის N142 საჯარო სკოლაში, პროექტ - „წიგნიერი ფინანსისტების“ ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, გაიმართა.

თამაში 31 მარტს მოეწყო და ინტელექტუალის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მეტოქეობა მე-10 და მე-11 კლასების ექვსმა გუნდმა გაუწია.

აღსანიშნავია, რომ მათგან ფინალში თამაშის უფლება სამმა გუნდმა მოიპოვა, ფინალში კი ერთმანეთს კაპიტნები შეხვდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.

გამარჯვებული მე-10 კლასის გუნდი გახდა, მათი დამრიგებელი ლელა გოგობერიძე გახლავთ.

სკოლის დირექციამ და პროექტის ხელმძღვანელმა გუნდმა მადლობა გადაუხადა თამაშის მონაწილეებს, კომპანია GEOQARD-ის წევრებსა და თამაშის წამყვანებს, მადლობის ნიშნად კი მათ სიგელები გადასცა.

„ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას...“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203