კერძო სკოლა „ცოდნაში“ შიდასასკოლო ინტელექტუალური თამაში მოეწყო
11-04-2023

თბილისის კერძო სკოლა „ცოდნაში“, მოსწავლეებში ურთიერთთანამშრომლობისა და გუნდურობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, სხარტი და ლოგიკური აზროვნების განვითარების მიზნით, შიდასასკოლო ინტელექტუალური თამაში გაიმართა.

თამაშის - „რა? სად? როდის?“, ორგანიზატორი მათემატიკის მასწავლებელი მარიამ ნადირაძე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მე-71 და მე-72 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში საინტერესოდ წარიმართა, გუნდებს გულშემატკივრობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები.

წამყვანის მიერ დასმული კითხვები მოიცავდა, როგორც სასკოლო-საგნობრივ ცოდნას, ასევე ზოგადი განათლების სფეროს.

ჟიურიმ- ნაზი ნადირაძემ, ნინო მელქაძემ, ლია ბაზაძემ და ია ულუმბერაშვილმა, გამოავლინა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებიც გახლდათ: კაპიტანი - ნუკი უჭუჭიშვილი, მათე ნარმანია, ტომას ხურცილავა და საბა ჩიკვაიძე.

ბლიცკითხვების ტურში,  დასახელდა საუკეთესო კაპიტანი მე-71 კლასის მოსწავლე ლიზი მაჭარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელ გუნდებს, საუკეთესო კაპიტანს და პროექტის მონაწილე ყველა მოსწავლეს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203