
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში, გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, 10 აპრილს, სკოლაში გამწვანების აქცია მოეწყო.
საჯარო სკოლის ეზოში, დირექტორის, პედაგოგებისა და მოსწავლეების ჩართულობით დაირგო ხეები.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წახალისება, ბუნების დაცვაში, საკუთარი წვლილის შესატანად.
„მადლობას ვუხდით „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმას“ თანამშრომლობისთვის!“ - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: