წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონის პედაგოგი ნინო ცარციძე კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
11-04-2023

წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონის პედაგოგები პროფესიულ განვითარების მიზნით სხვადასხვა პროექტსა და კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია - ნინო ცარციძე. ის მოტივირებული და პროფესიულ წინსვალზე ორიენტირებული პიროვნებაა. 

ამჯერად, პედაგოგი, კონფერენციაზე - „ერთი საუკეთესო გაკვეთილი“ მომხსენებელად მიიწვიეს, რომელიც „შემოქმედ  პედაგოგთა კლუბის“ ორგანიზებით გაიმართა. 

მას კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.

კონფერენცია ონლაინ, Teams-ის პლატფორმაზე, ჯგუფში - „წარმატების გზამკვლევი“ ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონი მასწავლებლების პროფესიულ ზრდას ყოველთვის უჭერს მხარს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203