„კალთასისხლიანი აპრილი“ - 9 აპრილისადმი მიძღვნილი მუსიკალურ- ლიტერატურული კომპოზიცია ერკეთის საჯარო სკოლაში
12-04-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში, 9 აპრილს მუსიკალურ- ლიტერატურული კომპოზიცია - „კალთასისხლიანი აპრილი“, მიეძღვნა.

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა 1989 წლის აპრილში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს, გმირებს სანთლები აუნთეს და წუთიერი დუმილით, 9 აპრილს დაღუპული 21 ქართველის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოსწავლეებმა, გმირობაზე, სამშობლოსათვის თავდადებასა და 9 აპრილის ტრაგედიაზე დაწერილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, რომლებსაც ამავე თემაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები ენაცვლებოდა.

ღონისძიება დაიწყო და დამთავრდა სიმღერით - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.

„იყო სევდა, განცდები და უდიდესი სიამაყე, რომ სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ადამიანებს გმირებად აქცევს, გმირები კი არასოდეს არ ბერდებიან და არ კვდებიან“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 427 კი, დაშავდა. 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის გარდამტეხი თარიღი გახდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203