თბილისის N177 საჯარო სკოლაში ქართველ მწერალს უმასპინძლეს
11-04-2023

თბილისის N177 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ - „არჩევანის“, ინიციატივით, სკოლას თანამედროვე მწერალი თამთა მელაშვილი სტუმრობდა.

აღსანიშნავია, რომ მწერალი ლიტერატურული პრემია „საბას“, ორგზის ლაურეატია.

სტუმარი მოსწავლეების წინაშე წარდგა, ლექციით: „ქალები და გენდერული სტერეოტიპები ქართულ ლიტერატურაში“, მან ისაუბრა ქალ მწერლებსა და პერსონაჟებზე ქართულ ლიტერატურაში, ასევე განსაზღვრა მათი ჩართვის აუცილებლობა და მნიშვნელობა სასკოლო სახელმძღვანელოებში.

მწერალმა ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რაც საგაკვეთილო სივრცეებში არსებობს გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა კითხვა - პასუხის რეჟიმში.

მოსწავლეებისთვის შეხვედრა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა.  

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203