ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო
11-04-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგები ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან. ისინი მოსწავლეებს როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან. სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო ღონისძიებები თუ აქტივობები იმართება. 

შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, II-IV კლასკომპლექტში საგანმანათლებლო ღონისძიება მოეწყო. მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს. 

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სინდრომის მქონე ადამიანების აქტიურ ცხოვრებაში მონაწილეობის მხარდაჭერა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და ნახატებში სითბო და სიყვარული ჩააქსოვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203