ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
12-04-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

სკოლაში, პროფორიენტაციის ფარგლებში, კოლეჯ „ახალი ტალღის“ წარმომადგენლებთან, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის პროფესიული განათლების და მისი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცის მიწოდება.

ასევე მოსწავლეებს, მომხსენებლებმა კოლეჯში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ორგანიზატორი სკოლის დირექტორი ნათელა ტაკიძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203