„აპრილის სევდა“ - მარნეულის N6 სკოლის მოსწავლეები საჯარო ბიბლიოთეკაში საინტერესო ლიტერატურული კომპოზიციით წარდგნენ
11-04-2023

მარნეულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, რომელმაც საზოგადოებას 1989 წლის 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა.

9 აპრილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია - „აპრილის სევდა“ ქართული ენის პედაგოგმა - ზვიად გიორგაძემ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩაატარა.

ღონისძიებაში მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მათ 1989 წლის 9 აპრილი ტრაგედია, ამ დღეს დაღუპული ადამიანები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203