კვახჭირის საჯარო სკოლაში, წყლის რესუსრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები მოეწყო
11-04-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და მრავალხმრივი განვითარების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - ნანა ბანძელაძის ხელმძღვანელობით, წყლის რესურსების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

პედაგოგმა კლასში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები ჩაატარა, რომელშიც მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღნიშნული აქტივობების ფარგლებში, მოსწავლეებმა წყლის თვისებებზე ისაუბრეს - რა იწვევს წყლის დაბინძურებას და რა მნიშვნელობა აქვს სუფთა წყალს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

მათ ასევე თემატური პლაკატები დაამზადეს და გაერთიანდნენ სლოგანის -  „გავუფრთხილდეთ წყალს“ და „წყალი სიცოხლეა“ გარშემო. 

გაკვეთილი საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203