შთამბეჭდავი საზეიმო ღონისძიება განძის N2 საჯარო სკოლაში
11-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და დედებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.