
კვირეულის ფარგლებში, 10 აპრილს მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტების დაარიგეს, 11 აპრილს კი სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა შესაძლელბობები გამოავლინეს.
კვირეული აქტიურად გრძელდება, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, 12 აპრილს სხვადასხვა კლასის მოსწავლეების შექმნილი კედლის გაზეთების პრეზენტაცია დაიგეგმა, ხოლო 13 აპრილს შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა და დაკსვნითი ღონისძიება ჩატარდება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, რადგან 14 აპრილი დასვენების დღეა, ამიტომ კვირეული 13 აპრილს დასრულდება.
კვირეულის ორგანიზატორები არიან ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლები: მაია რეხვიაშვილი, ქიარამ ბადალოვი, მოვლუდ მეხრაბოვი, ინგლისური ენის მასწავლებელი - ანა ჯიჯელავა და ხელოვნების მასწავლებელი - სიმუზარ სოფუევა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეული დაიგეგმა და იმართება დირექციის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით.
დაგეგმილ აქტივობებში ჩართული არიან და მონაწილეობენ სამივე საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: