
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა.
სკოლაში, 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჩვენ გვახსოვს ეს დღე“ ქართული ენის მასწავლებლის - სედა ჭილაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ VI-VII-VIII-IX-XI კლასების მოსწავლეები, რომლებმაც 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
აღნიშნული აქტივობის მიზანი 9 აპრილს დაღუპულ ადამიანთა სახელების უკვდავყოფა იყო.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტო: